სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: ,, ვიცი თუ არა ჩემი სოფლის(,,წითელუბანი“) ისტორია?

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები ამ პროექტის განხორციელებისას შეისწავლიან სოფელ ,,წითელუბნის“ სრულფასოვან ისტორიას , მაგ სად მდებარეობს სოფელი წითელუბანი?,საიდან მომდინარეობს სოფლის სახელწოდება?, როდის ჩამოსახლდა სოფელში მოსახლეობა და საიდან?;  შექმნიან წერილებს, სტატიებს, რეფერატებს.

3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი იქნება ,საინტერესო და მნიშვნელოვანი,არა მარტო მოსწავლეებისათვის,არამედ სოფლის მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის,ასევე სოფლის ისტორიით დაინტერესებულ პირებისათვის,გაეცნობიან და შეისწავლიან სოფლის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებს, რომლებზეც აქამდე ბუნდოვანი წარმოდგენები ჰქონდათ, ან არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციები გააჩნდათ.უფრო მეტიც, სოფლის შესახებ ჯერ არავის უცდია ისტორიის შექმნა,ამდენად ყველა მასალა რაც სოფლის შესახებ შეიქმნება იქნება ფრიად საინტერესო და შთამბეჭდავი.

4. პროექტის მიზნები:
·         მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში დაეულებიან საფუძვლიან ცოდნას სოფლის ისტორიის შესახებ .
·         შეისწავლიან  სოფელ ,,წითელუბნის“ გეოგრაფიულ მდებარეობას და დაარსების ისტორიას;
·         ვერსიებს სოფლის სახელწოდების შესახებ;
·         სოფლის მცხოვრებთა ეთნიკურ შემადგენლობას;
·         გვარების წარმომავლობას;
·         სოფლის ტოპონიმებს;
·         ჩამოუყალიბდებათ ერთმანეთისა და სხვების მიმართ თანამშრომლობითი დამოკიდებულება, ტოლერანტობა.
·         განუვითარდებათ კვლევა-ძიების, არგუმენტირებულ დასაბუთების, მსჯელობის,ანალიზის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.


5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები შექმნიან საინტერესო მასალებს; სტატიებს,რეფერატებს სოფლის დაარსების, სახელწოდების,გვარების წარმომავლობის შესახებ, აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან, გადაიღებენ სურათებს, შექმნიან გაზეთს, განათავსებენ სტატიებს, პროექტის დასასრულისათვის შექმნიან ბროშურებს,სადაც მოცემული იქნება საინტერესო საკითხავი მასალები, რაც აქამდე უცნობი, ან დაუზუსტებელი და ტაბუდადებული იყო , ვფიქრობთ შექმნილი პროდუქცია მკითხველებს  დააინტერესებს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური რესურსები: მოსწავლეები, მშობლები,მასწავლებელი,სოფლის მცხოვრებლები;
ფოტო მასალების და ვიდეო მასალების შექმნა;
კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდები,წიგნები, ქ.ს.ე .11ტომი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         ძირითადი თემის(,,ვიცი თუ არა ჩემი სოფლის ,,წითელუბნის“ისტორია?) შერჩევის შემდეგ,ჩამოვაყალიბებთ მოსწავლეების ძალისხმევით  ქვესაკითხებს: მაგ, სად მდებარეობს სოფელი წითელუბანი?; რა ვერსიები არსებობს სოფლის სახელწოდების შესახებ?;როგორია სოფლის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა?;როდის ჩამოსახლდა სოფელში მოსახლეობა და საიდან?;  რა და რა ტოპონიმები არსებობს სოფელში? რა და რა გვარების მატარებელი მოსახლეობა ცხოვრობს სოფელში და სხვ.
·         როცა მოსწავლეებს არჩეული ექნებათ ძირითადი თემა და თემაში შემავალი საკითხები დავიწყებთ აქტიურ მუშაობას, ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფებს: ორ ჯგუფს , პირველ და მეორეს. მოსწავლეთა სურვილის მიხედვით ჯგუფებს შევარქმევთ სახელებს . მაგ. პირველ ჯგუფს ,,მკვლევარს“, მეორე ჯგუფს ,,მაძიებელს“,ასეთ სახელდებულ ჯგუფებში მონაწილეობა მუშაობას სახალისოსა და საინტერესოს გახდის, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას და  კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი , და კომუნიკაციური უნარ - ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს. მოსწავლეებს ასევე მათი სურვილით და არჩევანით გავაერთიანებ ,,მკვლევარსა “,თუ ,,მაძიებელში“.
·         თითოელ  ჯგუფში მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ პროექტის გეგმას. გადავანაწილებთ საკითხებს ჯგუფში შემავალ მოსწავლეებზე.მაგ, ჯგუფ ,,მკლევარის“ წევრები იმუშავებენ თემებზე: ა)სოფელ ,,წითელუბნის გეოგრაფიული მდებარეობა და დაარსების ისტორია;ბ) ვერსიები სოფლის სახელწოდების შესახებ და ა.შ.  ჯგუფ ,,მაძიებლის“ წევრებს გადაუნაწილდებათ თემები: ა)სოფელ ,,წითელუბნის“ ტოპონიმები;  ბ) რადარა გვარის მატარებელი მოსახლეობა ცხოვრობს სოფელ ,,წითელუბანში“? (გვარების წარმომავლობა).და ა,შ.
·         მასწავლებელი მოსწავლეებს გაუწევს კონსულტაციას ჯგუფების მიხედვით
თითოეულ თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაონ, რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რომ ყველა კითხვაზე ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი პასუხები. მოსწავლეებს გადაუნაწილდებათ თემები სურვილით ან არჩევით. მოსწავლეები აიღებენ პასუხისმგებლობას  თემების დამუშავებასთან დაკავშირებით, განისაზღვრება დრო,რომელშიც უნდა შესრულდეს კონკრეტული საქმიანობა.
·         მოსწავლეები დაიწყებენ თემებზე მუშაობას კონკრეტულად,  მასალების მოკვლევას,შეგროვებას, მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციების დაზუსტებას ,ჩაწერას,საჭირო შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალების მომზადებას, მოამზადებენ წერილებს, შექმნიან სტატიებს , რეფერატებს.მაგ , თუ რომელიმე მუშაობს სოფლის სახელწოდების ვერსიებზე , თუ საიდან მომდინარეობს, ჩაიწერენ სხვადასხვა ვარიანტებს სოფლის მაცხოვრებლისაგან , შემდეგ გაანალიზებენ ცნების წარმომავლობის სიზუსტეს და თუ მიიჩნევენ სანდოდ და არგუმენტირებულად დასაბუთებულს, დახვეწენ , გრამატიკულად და ლიტერატურულად გამართავენ და შექმნიან სრულყოფილ სტატიას და მოამზადებენ პრეზენტაციისათვის.
·         მოსწავლეები მოძიებულ მასალებს დაახარისხებენ თემატურად ,შინაარსობრივად .საკითხებს მასწავლებლის მითითებით მოამზადებენ და  შემდეგ გააკეთებენ პრზენტაციებს.
·         როცა განსაზღვრულ დროში ამოიწურება  ძირითად პროექტში შემავალი ყველა საკითხის მომზადება და პრეზენტაცია ,შემდეგ მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლის მიერ მოსწავლეების რუბრიკის მიხედვით.
·         პროექტის მსვლელობისას განხორციელებული აქტივობების მიხედვით შეიქმნება კომპაქტური გეგმა, რომელიც ნათლად წარმოადგენს პროცესის მიმდინარეობასა და რესურსებს..


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ე.ს.გ. , ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს გეოგრაფია,  საქართველოს ისტორია.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ამირან შავაძე -ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: amiranshavadze1957@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий