გაკვეტილის გეგმა


                         გაკვეთილის გეგმა:
მასწავლებლის სახელი,გვარი;პირადი ნომერი: ამირან შავაძე, პ/ნ 59001023558;
საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა;
სწავლების საფეხური/კლასი :საბაზო, მე-9;
მოსწავლეთა რაოდენობა: 5 ;
გაკვეთილის თემა: ბესარიონ გაბაშვილის ლექსი,,ტანო-ტატანო“. ლექსის იდეურ -მხატვრული ანალიზი;
გაკვეთილის მიზანი: ა) გაკვეთილის პროცესში მოსწავლეები შეძლებენ პრობლემური საკითხის გაგება-გააზრებას და გამოიყენებენ სათანადო ციტატებს,ამონარიდებს კონკრეტულად  ლექსიდან ,,ტანო ტატანო,“ თავისი აზრის დასასაბუთებლად, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის გადაწყვეტას.
ბ)მოსწავლეები მოისმენენ სხვა ბავშვების მოსაზრებებს ლექსის ძირითადი საკითხების, კერძოდ ,ქალის გარეგნული,ენით აღუწერელი სილამაზესა და მიუწვდომელ სიყვარულზე . არგუმენტების მოშველებით ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან ერთმანეთს,იცავენ ეთიკურ ნორმებს.
გ)მოსწავლეები ყურადღებით მოისმენენ დისკუსიის  მონაწილეთა აზრებს , გაანალიზებენ და ახსნიან, თუ რა არის მიზეზი მიუწვდომელი სიყვარულისა და რატომ ნატრობს ლექსის ლირიკული გმირი სიკვდილს , სიყვარულის სანაცვლოდ. ამოიცნობენ და განმარტავენ  ლექსის მხატვრულ ხერხებს.
დ)მოსწავლეებს განუვითარდებათ :მსჯელობის, გაგება -გააზრების, დასაბუთების, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.
გაკვეთილის სტანდარტი:
ქართ. IX. 1.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე  წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
ინდიკატორები
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ დას ტატისტიკურ მონაცემებს და . .;
·         ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.


ქართ. IX. 2.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ინდიკატორები
·         ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
·         აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს;
ქართ .IX. 7.
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
·         შეაფასებს მხატვრულ- გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში.



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
საწყისი ფაზა.                                          წინარე ცოდნის გააქტიურება, შესწავლილი საკითხების გახსენება-გამეორება.მისალმებისა და მოკლე შესავლის შემდეგ შევამოწმებ მოსწავლეთა ცოდნის დონეს შესწავლილი რუბრიკიდან ,,სიცოცხლეო ჩემო“.მოვახდენ კითხვების დასმის გზით მოსწავლეთა გააქტიურებას,საგაკვეთილო პროცესში ჩართვას და სააზროვნო უნარების გააქტიურებას, აქვე გაირკვევა გაკვეთილის თემა და მიზანი .სავარაუდო შეკითხვები:
·         რომელ რუბრიკას ვსწავლობთ?
·         ვისეკუთვნის რუბრიკის სიტყვები ,,სიცოცხლეო ჩემო“?
·         რომელი თემაა წარმოდგენილი ამ რუბრიკაში?
·         დაასახელეთ შესწავლილი ნაწარმოებები აღნიშნული რუბრიკიდან.
·         ეხლა რომელ ნაწარმოებს ვსწავლობთ, ვინ არის ავტორი?
·         რა იყო ბესიკის  შემოქმედების ძირითადი თემა?
·         რა არის ლექსის ,,ტანო-ტატანო“- თემა?ვის მიუძღვნა ავტორმა აღნიშნული ლექსი?..
კითხვა-პასუხის, გონებრივი იერიშის
ინდივვიდუალურად, მთელ კლასთან.
სახელმძღვანელო,ბესიკ გაბაშვილის პორტრეტები,პროექტორი, კომპიუტერი, გაკვეთილის თემა, მიზანი-ფორმატის ქაღალდზე.
5 წუთი
2
ლექსი,,ტანო- ტატანო“-ვიდეო ჩანაწერი, კითხულობს გურამ საღარაძე. მოსწავლეები მოისმენენ მხატვრული კითხვის დიდოსტატის მიერ წაკითხულ ლექსს, ხმის ტემბრს, ემოციას,იგრძნობენ და წარმოიდგენენ მშვენიერი ქალის მოხდენილობასა და სილამაზეს და გააცნობიერებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ლექსის მხატვრულად თუ გამომეტყველებით კითხვას მისი სრულყოფილი აღქმისა თუ შემდგომი ინტერპრეტაციისათვის.
აქტიური მოსმენა, მხატვრული კითხვის ხერხები.
მთელ კლასთან
კომპიუტერი, პროექტორი.
3 წუთი
3
როლური თამაში: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციას და თხოვს მოსწავლე ბიჭებს თავი ერთი წუთით წარმოიდგინონ  ლექსის ლირიკულ გმირად და ლექსი წაუკითხონ მოსწავლე გოგონას ისე,რომ შეძლონ რეალური სურათის დახატვა ლექსის მიხედვით,ჯერ ვიზუალურად შექმნან ლამაზი ქალის ხატი,უძღვნან ქება-დიდება,შემდეგ კი მძიმე პრობლემა-მიუწვდომელი სიყვარული,განცდა ,სევდა წუხილი,სამდურავი საწუთროსადმი და ეს ისე განასახიერონ ლექსის კითხვისას, რომ მოსწავლეებმა შეიგრძნონ, როგორც სილამაზე და მშვენიერება, ასევე წუხილი მიუწვდომელი სიყვარულის გამო..ფაქტიურად მოხდება როლური სახეების წარმოდგენით ლექსის შინაარსის გააქტიურება.
გამომეტყველებითი კითხვა, მხატვრული კითხვა, აქტიური მოსმენა.
წყვილებში მუშაობა
მოსწავლეები
3 წუთი

ელ.სავარჯიშო კროსვორდი



4
მომხიბლავი ქალის სხეულის ნაწილების სილამაზის აღწერა ლექსიდან გამომდინარე  სიტყვებითა და გამოთქმებით, სიტყვების გამრავალფეროვნება შესაბამისი სინონიმებით.მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები,,შავი ყუთიდან“ამოირჩევენ ბარათებს ინდივიდუალურად, სადაც ლექსიდან  2-2 სიტყვაა ჩამოწერილი ლამაზი ქალის პორტრეტის დასახატად, მოსწავლეები აგრძელებენ ბარათზე სიტყვების ჩამოწერას როგორც შეძლებენ ,შემდეგ გამოდიან დაფასთან და ბარათებს ამაგრებენ  ,,სილამზის ხეს“.შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე გაუკრავს 5 ულამაზესი უცნობი ქალის სურათს, მათგან მოსწავლეები შეარჩევენ ყველაზე საუკეთესოს, რომელიც გახდება  ,,სილამაზის დედოფალი“. აქტივობა იქნება სახალისო,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ამოიცნონ და განასხვავონ ლამაზი და ულამაზესი.(სილამაზისა და მშვენიერების  აღქმა).
გაგება- გააზრება,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ინდივიდუალურად ან ჯგუფურად
სასწავლო ბარათები,შავი ყუთი,სილამაზის ხე,ულამაზესი უცნობი ქალის სურათები. კომპიუტერი,პროექტორი.
6 წუთი
5
საშინაო დავალების წარმოდგენა. მოსწავლეთა წარმოსახვით დანახული და ფანტაზიით შექმნილი ქალის პორტრეტები ლექსის მიხედვით. აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას, პოეზიისა და ხელოვნების ურთიერთკავშირს. მოსწავლეები ისაუბრებენ რა მახასიათებლებით შექმნეს ეს ნახატები, რას მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება, რითაა მნიშვნელოვანი ეს ნახატი..
ზეპირი პრეზენტაცია, განმავითარებელი შეფასება,
ინდივიდუალურად
მოსწავლეთა ფანტაზიით და წარმოსახვით შექმნილი სურათები,  (ქალის პორტრეტები); ფორმატზე ან თაბახის ფურცლებზე შესრულებული.
4 წუთი
6
პრეზენტაცია თემაზე: ,,შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულ მთვარეს“ . მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით ჩამოაყალიბებენ აზრებს თემაში დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ,,პოვერ -პოინტში“ შექნმიან სლაიდებს პრობლემიდან გამომდინარე ძირეულ საკითხებზე:
·         რა არის ლირიკული გმირის სევდისა და მწუხარების მიზეზი?
·         რატომ ნატრობს სიკვდილს სიცოცხლის ნაცვლად პოეტი?
·         რატომ უწოდებს ლირიკული გმირი საწუთროს უკუღმართსა და დაუნდობელს?
·         დასკვნა: სიყვარული არის ყოვლისშემძლე ძალა, რომელსაც სიკვდილიც კი ვერ ამარცხებს.
ჯგუფიდან ერთ-ერთი მოსწავლე სლაიდების დახმარებით აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას.

პრეზენტაცია,შეფასება
ჯგუფებში ,მთელ კლასთან.
კომრიუტერი, სლაიდები, პროექტორი.
7 წუთი
7
 ლექსის მხატვრულ ხერხებზე მუშაობა. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ინსტრუქციას: დაურიგდებათ სამუშაო ბარათები(ფერადი კონვერტები),სადაც არის კითხვები და დავალებები და შესრულების ფორმები,რომლებიც ლექსშია გამოყენებული (რითმა, ალიტერაცია, მეტაფორა, შედარება, ეპითეტი, სიმბოლო, მუხამბაზი და სხვ.). პასუხები თუ იციან, მაშინვე პასუხობენ, აკეთებენ ზეპირ მოკლე პრეზენტაციას, მხატვრული ხერხები,რაც ლექსშია წარმოდგენილი,ყველა შესწავლილი აქვთ, საჭიროა მათი ამოცნობა,დასახელება და განმარტება.მოსწავლეები შეძლებენ ლექსის მხატვრულ ანალიზს.
კითხვებზე პასუხის გაცემა,ზეპირი პრეზენტაცია.
ინდივიდუალურად, მთელ კლასთან.
საწერ-კალმები, თაბახის ფურცლები, სამუშაო ბარათები.
6 წუთი
8
ნაჩვენები სურათების მიხედვით ლექსის ტაეპების ან სტროფების გადმოცემა. მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე გაუკრავს თვალსაჩინოებას სათაურით: ,,ტანო-ტატანო’, რომელიც მომხიბლელი ქალის სხეულის ნაწილებითაა შევსებული, მაგ. ტანი, ყელი,თვალი, თითები, ნაწნავები და ა.შ. მასწავლებლის მითითების მიხედვით მოსწავლე გაიხსენებს სტროფს ან ტაეპს ლექსიდან და ზეპირად წაიკითხავს. მონაწილეობას იღებს მთელი კლასი.გამოვლინდება მოსწავლეთააქტიურობა,ჩართულობა,მოტივაცია,ლექსის ცოდნა, აქტივობა სახალისოსა და საინტერესოს გახდის გაკვეთილს.
ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა
მთელ კლასთან.
თვალსაჩინოება:,,ტანო -ტატანო“-ქაღალდის ფორმატი
5 წუთი
9
რეფლექსია, გაკვეთილის შეჯამება. მოსწავლეები უპასუხებენ სავარაუდო კითხვებს:
·         რა საკითხებს გავეცანით გაკვეთილის პროცესში?
·         რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
·         განსაკუთრებით რა დაგამახსოვრდათ?
·         რა გინდათ კიდევ დამატებით შეისწავლოთ?
·         ხომ არ შეგხვდათ საკითხი ან პრობლემა, რომელიც ვერ გადაწყვიტეთ?

მთელი კლასი
 სქემა:  ,,ვიცი ,ვისწავლე , მინდა ვიცოდე“
3 წუთი
10
შეფასება და თვითშეფასება.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი
მთელი კლასი
სხვადასხვა რუბრიკების გამოყენება.
2 წუთი
11
საშინაო დავალება:
·         ლექსი ,,ტანო-ტატანო“ - იდეურ -მხატვრული ანალიზი
·         დასაწერად ესე : მშვენიერი ქალის სახე ლექსის ,,ტანო-ტატანოს“- მიხედვით.
სახლში მუშაობა
მთელი კლასი
მოსწავლეები
1 წუთი
























Комментариев нет:

Отправить комментарий